![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/78/Flag_of_the_Kingdom_of_the_Two_Sicilies_%25281816%2529.svg/langka-640px-Flag_of_the_Kingdom_of_the_Two_Sicilies_%25281816%2529.svg.png&w=640&q=50)
ორი სიცილიის სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
ორი სიცილიის სამეფო (იტალ. Regno delle Due Sicilie) — სახელმწიფო სამხრეთ იტალიაში 1816—1861 წლებში, რომელიც შეიქმნა ნეაპოლისა და სიცილიის სამეფოების გაერთიანების შედეგად. დედაქალაქი — ნეაპოლი, მმართველი დინასტია — ბურბონები. რისორჯიმენტოს შედეგად შევიდა იტალიის შემადგენლობაში. იტალიის გაერთიანების შემდეგ XIX საუკუნის ბოლოს ყოფილი ორი სიცილიის სამეფოს ტერიტორია აგრძელებდა გარკვეული თვითმყოფადი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ენობრივი ასპექტების შენარჩუნებას.