![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Olympus_Mons_alt.jpg/640px-Olympus_Mons_alt.jpg&w=640&q=50)
ოლიმპი (მარსი)
უდიდესი ვულკანი მარსზე, უმაღლესი მთა მზის სისტემაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ოლიმპის მთა (ლათ. Olympus Mons) — ჩამქრალი ვულკანი მარსზე, რომელიც მზის სისტემაში ყველაზე მაღალი პლანეტაზე მდებარე მთაა. სახელი შერქმეულია ბერძნულ მითებში მოხსენიებული ოლიმპოს მთის მიხედვით, სადაც ცხოვრობდნენ ოლიმპოს ღმერთები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Olympus_Mons_alt.jpg/640px-Olympus_Mons_alt.jpg)
კოსმოსური ხომალდების გაფრენამდე (რომლებმაც დაადასტურეს, რომ ოლიმპი მთაა) ეს მთა ასტრონომებისთვის ცნობილი იყო როგორც Nix Olympica („ოლიმპის თოვლი“).