ობელიქსი (Obelix) — ასტერიქსის შესახებ კომიქსების ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟი. ამ სერიაში იგი წარმოდგენილია, როგორც მოზრდილი, სასაცილო, მაგრამ უშიშარი გალიის მოსახლე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს იულიუს კეისრის დამპყრობლურ პოლიტიკას.

სწრაფი ფაქტები ობელიქსი, გამოცემის ინფორმაცია ...
ობელიქსი
Thumb
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Dargaud (საფრანგეთი)
პირველი გამოჩენა გალი ასტერიქსი (1959)
ავტორ(ებ)ი რენე გოსინი და ალბერ უდერზო
დახასიათება
შესაძლებლობა ზებუნებრივი სიმძლავრე, მას შემდეგ რაც ბავშვობაში გეტაფიქსის მიერ მოხარშული ჯადოსნური სასმელით სავსე ქვაბში ჩავარდა
დახურვა

ობელიქსი გამოირჩევა სიმსუქნით, ინტერესებით მენირების მიმართ (თავისი ძალით იგი მათ ზურგით თავისუფლად დაათრევს). ასტერიქსის სოფელში იგი ერთადერთი გალია უწყვეტი ძალით, ვინაიდან ბავშვობაში ჩავარდა ჯადოსნური სასმელით სავსე ქვაბში. ამის გამო, მას სასმელის დალევა ყოველთვის ეკრძალება, რასაც უსამართლობად თვლის. აგრეთვე გამოირჩევა გულუბრყვილობით და სიყვარულით პატარა ძაღლ იდეფიქსის მიმართ. აღიზიანებს, როდესაც ვინმე „მსუქანს“ უწოდებს, უყვარს ნადირობა და გარეული ტახების მირთმევა, აგრეთვე რომაელების ცემა. აქვს რამდენიმე ამოჩემებული ფრაზა, მათ შორის „ეს რომაელები შეშლილები არიან!“ (ფრანგ. Ils sont fous ces romains), თუმცა იმავეს ამბობს ყველა სხვა ეროვნების შესახებაც.

რესურსები ინტერნეტში

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.