ნიმრუზის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიმრუზის პროვინცია (პუშტუ نیمروز, დარი نیمروز Nimrōz) — ავღანეთის 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება დასავლეთით ირანს და სამხრეთით პაკისტანს, აგრეთვე ავღანეთის პროვინციებს — ფარაჰს ჩრდილოეთში და ჰელმანდს აღმოსავლეთში. ტერიტორია შეადგენს 41 005 კმ², მოსახლეობა დაახლოებით 154 900 ადამიანი (2007 წლის მონაცემებით). ეს არის ავღანეთის ყველაზე მეჩხერად დასახლებული რეგიონი.
სწრაფი ფაქტები ვილაიეთი, ქვეყანა ...
ვილაიეთი | |
---|---|
ნიმრუზის პროვინცია نیمروز | |
ქვეყანა | ავღანეთი |
ადმ. ცენტრი | Zaranj |
შიდა დაყოფა | Chahar Burjak District, Chakhansur District, Kang District, Khash Rod District და Zaranj District |
კოორდინატები | 31°00′00″ ჩ. გ. 62°30′00″ ა. გ. |
ფართობი | 41 005 კმ² |
ოფიციალური ენა | დარი, პუშტუ და Balochi |
სალაპარაკო ენები | პუშტუ, დარი, ბელუჯური ენა |
მოსახლეობა | 154 900 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 3, 78 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
დახურვა