![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/Byzantine_-_Belt_Section_with_Medallions_of_Constantius_II_and_Faustina_-_Walters_57527.jpg/640px-Byzantine_-_Belt_Section_with_Medallions_of_Constantius_II_and_Faustina_-_Walters_57527.jpg&w=640&q=50)
ნიკომედია
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკომედია — ბითინიის დედაქალაქი უძველეს ხანაში, მდებარეობდა მარმარილოს ზღვის აღმოსავლთ სანაპიროზე (ახლანდელი იზმითის ადგილას, თურქეთში). დააარსა ნიკომედე I-მა ძვ. წ. 264 წელს. მას შემდეგ, რაც ბითინია რომის პროვინციად გამოცხადდა (ძვ. წ. 64 წ.), ნიკომედია გახდა პროვინციის მთავარი ქალაქი. ახ. წ. IV საუკუნეში იგი იყო რომის იმპერატორთა - დიოკლეტიანესა და კონსტანტინე I დიდის რეზიდენცია. უძველესი ხანიდან ნიკომედიას უდიდესი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, მას „ბითინიის ათენს“ უწოდებდნენ. ანტიკურ და ბიზანტიურ ხანაში იყო ვაჭრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი. 1331 წელს დაიპყრეს ოსმალებმა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/Byzantine_-_Belt_Section_with_Medallions_of_Constantius_II_and_Faustina_-_Walters_57527.jpg/640px-Byzantine_-_Belt_Section_with_Medallions_of_Constantius_II_and_Faustina_-_Walters_57527.jpg)