![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Judetul_Neamt_3D_map.jpg/640px-Judetul_Neamt_3D_map.jpg&w=640&q=50)
ნიამცის ჟუდეცი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიამცის ჟუდეცი (რუმ. Judeţul Neamţ) — ჟუდეცი რუმინეთში, მოლდოვის ისტორიულ ოლქში. მოქცეულია აღმოსავლეთი კარპატების აღმოსავლეთ მთისწინეთში, მდინარე ბისტრიცის აუზში. ფართობი 5896 კმ², მოსახლეობა 452 900 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი პიატრა-ნიამცი. აღმოსავლეთით ესაზღვრება იასისა და ვასლუის ჟუდეცები, დასავლეთით ჰარგიტის ჟუდეცი, ჩრდილოეთით სუჩავის ჟუდეცი.
სწრაფი ფაქტები ჟუდეცი, ქვეყანა ...
დახურვა