![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/34/Statue%252C_E_27135_%25280320O7_01%2529.jpg/640px-Statue%252C_E_27135_%25280320O7_01%2529.jpg&w=640&q=50)
ნეფრუსებეკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნეფრუსებეკი — ძველი ეგვიპტის ქალი-ფარაონი. ტურინის პაპირუსის თანახმად ქვეყანას მართავდა XII დინასტიის მმართველობის დასასრულს 3 წელი, 10 თვე და 24 დღე.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/34/Statue%2C_E_27135_%280320O7_01%29.jpg/640px-Statue%2C_E_27135_%280320O7_01%29.jpg)
ნეფრუსებეკი არის მეორე ქალი ფარაონი მეექვსე დინასტიის მმართველის, ნიტოკრისის შემდეგ, რომელიც ეგვიპტეს მართავდა. იგი ჩვეულებრივად მიიჩნევა ამენემჰეტ III-ის შვილად, მანეთონიც მას ამენემჰეტ IV-ის დად მიიჩნევს. სავარაუდოდ, ამენემჰეტ IV-ს გარდაცვალების შემდეგ არ დარჩენია მემკვიდრე და ტახტზე ავიდა ნეფრუსებეკი.
ნეფრუსებეკის საფლავი აქამდე აღმოჩენილი არ არის. სავარაუდოდ, მისი კუთვნილება უნდა იყოს დაუსრულებელი პირამიდა მაზგუნში.