ნდოლის ავიაკატასტროფა
ავიაკატასტროფა ჩრდილოეთ როდეზიაში 1961 წლის 18 სექტემბერს / From Wikipedia, the free encyclopedia
ნდოლის ავიაკატასტროფა — გაეროს კუთვნილი ამერიკული ავიალაინერის Douglas DC-6-ის ავიაკატასტროფა, რომელიც მოხდა 1961 წლის 18 სექტემბერს, ზამბიის ქალაქ ნდოლის აეროპორტიდან 15 კმ-ის დაშორებით.
თვითმფრინავს ლეოპოლდვილიდან (თანამედროვე კინშასა) მიჰყავდა გაეროს გენერალური მდივანი დაგ ჰამარშელდი. დაიღუპა ბორტზე მყოფი 16 ადამიანი - 10 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი დღემდე დაუდგენელია.