ნაწილაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაწილაკი — დამხმარე სიტყვა ან მორფემა, რომელსაც სიტყვის (ან წინადადების) მნიშვნელობაში დამატებითი ელფერი შეაქვს და აღნიშნავს მოლაპარაკის დამოკიდებულებას სათქმელთან.
ქართულ ენაში ნაწილაკები გადმოსცემენ კითხვას (განა, ნუთუ, ხომ), მიმართებას (-ც: რომელი-ც), განუსაზღვრელობას (-მე, რომელი-მე), უკუთქმას (არ, ვერ, ნუ), სხვათა სიტყვას (-ო, -თქო, -მეთქი), დადასტურებას (ჰო, კი, დიახ) და სხვა.