მხარგრძელები
From Wikipedia, the free encyclopedia
მხარგრძელები — დიდებულ ფეოდალთა საგვარეულო XII—XIV საუკუნეების საქართველოში. მათი აღზევება დაიწყო გიორგი III-ის კარზე დემნა უფლისწულის ამბოხების (1177) შემდეგ. განსაკუთრებით გაძლიერდნენ მხარგრძელები თამარის და მისი მემკვიდრეების ლაშა გიორგისა და რუსუდანის დროს. სამეფო კარზე არსებული 6 უხუცეს-ვეზირის „ჴელიდან“ — ამირსპასალარისა, მანდატურთუხუცესისა, ათაბაგისა და მსახურთუხუცესისა — მხარგრძელებსა და მათ საგვარეულო განშტოებათა წარმომადგენლებს ეპყრათ.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მხარგრძელი. |