მწყობრი (მუსიკა)
From Wikipedia, the free encyclopedia
მწყობრი — მუსიკაში მესაკრავეთა და მომღერალ-მგალობელთა ჯგუფის ძვ. ქართული სახელწოდება. პარალელურად იხმარებოდა გუნდი, დასი, ძნობა, კრებული. ტერმინი განსაკუთრებით XI-XII საუკუნეებში ყოფილა გავრცელებული. მოგვიანებით იხმარებოდა „შეწყობილის“ მნიშვნელობითაც (სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი).