![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Prokudin-Gorskii-19.jpg/640px-Prokudin-Gorskii-19.jpg&w=640&q=50)
მუჰამედ ალიმ ხანი
From Wikipedia, the free encyclopedia
სეიიდ მირ მუჰამედ ალიმ ხანი (3 იანვარი, 1880 - 1944) — ბუხარას ბოლო ამირი, მმართველობდა ბოლშევიკების მიერ ბუხარას აღებამდე - 1920 წლის 30 აგვისტომდე; მანღიტთა დინასტიის წარმომადგენელი, ჩინგიზ ყაენის პირდაპირი შთამომავალი. გარდაიცვალა ქაბულში, ავღანეთი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/33/Prokudin-Gorskii-19.jpg/640px-Prokudin-Gorskii-19.jpg)
მიუხედავად იმისა, რომ ბუხარის საამიროს რუსეთის იმპერიისადმი ვასალური დაქვემდებარება აკავშირებდა, ალიმ-ხანი საერთაშორისო ურთიერთობებში აბსოლუტური მონარქის სახით მონაწილეობდა. ცამეტი წლის ასაკში მამამ პეტერბურგში გააგზავნა სახელმწიფო და სამხედრო საქმის შესასწავლად სამი წლით. 1896 წელს იგი რუსეთის იმპერატორისგან ბუხარას საამიროს ტახტის მემკვიდრის სტატუსით უკან ბრუნდება.
ორ წელიწადში ნასეფის გუბერნატორი ხდება, სადაც 12 წელი დაჰყო. მომდევნო ორი წელი, მამის გარდაცვალებამდე საამიროს ჩრდილოეთ პროვინციის - კარმინის მმართველი იყო. ბოლშევიკების მიერ ბუხარას აღებისთანავე ავღანეთში გადაიხვეწა.