![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/70/RO_HD_Soimus_Mures_River_2.jpg/640px-RO_HD_Soimus_Mures_River_2.jpg&w=640&q=50)
მურეში
From Wikipedia, the free encyclopedia
მურეში, მაროში (უნგრ. Maros, რუმ. Mureş) — მდინარე რუმინეთსა და უგრეთში, მდინარე ტისის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთი კარპატების დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 850 მ სიმაღლეზე. სიგრძე 761 კმ, აუზის ფართობი 28,310 კმ². მეტწილად მთის ხასიათისაა, ქვემოთში მიედინება შუა დუნაის ვაკეზე. შერეული საზრდოობისაა, წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ტირგუ-მურეში, ალბა-იულია და არადი. მურეშისა და ტისის შეერთების ადგილას მდებარეობს ქალაქი სეგედი. სანაოსნოა პატარა გემებისათვის.
სწრაფი ფაქტები მურეში, სათავე ...
მურეში | |
---|---|
![]() მურეში | |
სათავე |
აღმოსავლეთი კარპატები 46°36′55″ ჩ. გ. 25°37′02″ ა. გ. |
შესართავი | 46°15′06″ ჩ. გ. 20°11′39″ ა. გ. |
სიგრძე | 761 კმ |
აუზის ფართობი | 28,310 კმ² |
![]() ![]() | |
![]() |
დახურვა