მოსკიტები (ესპ. მხ. რ.mosquito - კოღო), ორფრთიანი სისხლისმწოვი მწერების საერთო სახელწოდება. აერთიანებს კოღოებს (ანოფელესი, კულექსი, აედესი, კულიზეტა), ქინქლებს (Simuliidae), პეპლურასებრთა (Psychodidae) ოჯახების სისხლისმწოვ წარმომადგენლებსა და ფლებოტომუსებს (Phlebotomidae). ზოგიერთი მკვლევარი არამართებულად უწოდებს მოსკიტებს ფლებოტომუსებს.