მონტაჟი (კინო)
From Wikipedia, the free encyclopedia
მონტაჟი (ფრანგ. montage -აწყობა, დაყენება) — ფილმის წარმოების დამამთავრებელი შემოქმედებითი და ტექნიკური პროცესი, რომლის დროსაც ფირზე გადაღებული მასალა დამუშავების რამდენიმე ეტაპს გაივლის და საუკეთესო კადრები ერთიანდება მთლიან კომპოზიციად ან აზრობრივი აუდიო-ვიზუალური და რიტმული შესატყვისობა ცალკეულ კადრებს შორის.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/49/1928_LYuB_editing_film.jpg/220px-1928_LYuB_editing_film.jpg)
მონტაჟი ორგანულადაა დაკავშირებული ფილმის დრამატურგიასა და კომპოზიციასთან. ფილმის ეპიზოდის მონტაჟური გადაწყვეტა გამომდინარეობს რეჟისორის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრიდან.