მონბლან-დე-შეილონი
From Wikipedia, the free encyclopedia
მონბლან-დე-შეილონი (ფრანგ. Mont Blanc de Cheilon) — მთა პენინის ალპებში, შვეიცარიაში. აღმართულია სოფელ ბანისა და აროლის ხეობებს შორის და წარმოადგენს ერთ-ერთ უმაღლეს მწვერვალს გრან-კომბენსა და დან-ბლანშს შორის. მასივი მყინვარულია, ჩრდილოეთით გაწოლილია შეილონის მყინვარი, დასავლეთით — ჟიეტროს მყინვარი, სამხრეთით — ბრენეს მყინვარი.
სწრაფი ფაქტები მონბლან-დე-შეილონი ...
მონბლან-დე-შეილონი | |
---|---|
კოორდინატები: 45°59′35″ ჩ. გ. 7°25′01″ ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 870 მ |
ქედი | პენინის ალპები |
პირველი ასვლა | 11 სექტემბერი, 1865 |
დახურვა
მთა პირველად 1865 წლის 11 სექტემბერს დალაშქრეს.