From Wikipedia, the free encyclopedia
მოზაფარ ალ-დინ შაჰ ყაჯარი (სპარს. Mozafar Ŝāhe Qājār; დ. 23 მარტი, 1853 — გ. 3 იანვარი, 1907) — ირანის მეხუთე შაჰი ყაჯართა დინასტიიდან, 1896-1907 წლებში. მუჰამედ-შაჰ ყაჯარის მემკვიდრის, ნასერ ალ-დინ შაჰის ვაჟი.
მოზაფარ ალ-დინ შაჰი | |
---|---|
Mozafar Ŝāhe Qājār | |
ყაჯართა ირანის მე-5 შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 მაისი, 1896 |
მმართ. დასასრული: | 3 იანვარი, 1907 |
წინამორბედი: | ნასერ ალ-დინ შაჰი |
მემკვიდრე: | მუჰამედ ალი შაჰი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 მარტი, 1853 |
დაბ. ადგილი: | თეირანი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 3 იანვარი, 1907 |
გარდ. ადგილი: | თეირანი, ირანი |
შვილები: |
მუჰამედ ალი შაჰი (1872–1925) მელიქ მანსურ-მირზა (1880–1922) აბულ-ფათჰ-მირზა (1881–1961) აბულ ფაზლ-მირზა (1882–1970) ჰუსეინ-ყული-მირზა (1884–1945) ნასერ ად-დინ-მირზა (1897–1977) ფაჰრასალთანე ხანუმი ეჰთირამესალთანე ხანუმი (დაიბადა 1871) იზეთედდევლე ხანუმი (დაიბადა 1873) შუქუჰასალთანე ხანუმი (დაიბადა 1880) შუქუჰათდევლე ხანუმი (დაიბადა 1883) ფაჰრადევლე ხანუმი (დაიბადა 1883) აგდასადდევლე ხანუმი (დაიბადა 1891) ენვერედდევლე ხანუმი (დაიბადა 1896) |
დინასტია: | ყაჯარები |
მამა: | ნასერ ალ-დინ შაჰი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
დაიბადა 1853 წელს, თეირანში, მამამისის, ნასერ ალ-დინ შაჰის მმართველობის პერიოდში.
1861 წელს, 8 წლის ასაკში, მამამისმა იგი გააგზავნა აზერბაიჯანის ჩრდილოეთ პროვინციაში, რათა ემართა ის და მიეღო მმართველობის კარგი გამოცდილება. მან აზერბაიჯანში, სანამ ტახტზე ასვლის ბედნიერება ხვდებოდა წილად, გაატარა 35 წელი. ამ პერიოდში მას ნასერ ალ-დინ შაჰთან სახარბიელო ურთიერთობა არ ჰქონია. ის ტახტზე ავიდა 1896 წლის 1 მაისს, მამის გარდაცვალების შემდეგ.
მისი ტახტზე ასვლის დროს, ირანს ჰქონდა ფინანსური კრიზისი. წლიური ხარჯები, ბევრად აღემატებოდა ხაზინის შემოსავალს, რადგან მის წინამორბედს ჰქონდა აღებული ვალები რუსეთისა და ინგლისისგან. სწორედ ამიტომ, მას არც ის შეეძლო, რომ ხაზინის რეფორმა გაეტარებინა და იძულებული გახდა, რუსეთთან წასულიყო პოლიტიკურ დათმობაზე, რათა შემსუბუქებულიყო მისი ვალი.
1906 წელს, მან შექმნა „ეროვნული საკონსულტაციო ასამბლეა“, რასაც მოჰყვა ხალხისა და მაღალი წოდების პირების პროტესტი. „ეროვნული საკონსლუტაციო ასამბლეის“ მიღების შედეგად, მოზაფარ ალ-დინ შაჰმა, ძალიან შეამცირა შაჰის ძალა და დიდი უფლებები აღმოჩნდა პარლამენტის ხელში. სწორედ ამან გამოიწვია ხალხის პროტესტი და აჯანყება მოზაფარ ალ-დინ შაჰის კარზე.
მოზაფარ ალ-დინ შაჰი გარდაიცვალა 1907 წლის 3 იანვარს გულის შეტევით.
მას ჰყავდა 6 ვაჟი და 8 ქალიშვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ავიდა მისი 1-ლი ვაჟი მუჰამედ ალი მირზა (მუჰამედ ალი შაჰი).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.