From Wikipedia, the free encyclopedia
„მოგზაური“ — ქართული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში XX საუკუნის დასაწყისში.
თავდაპირველად „მოგზაური“ ყოველთვიური ისტორიული, არქეოლოგიური და გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული სურათებიანი ჟურნალი იყო. გამოდიოდა 1901-1904 წლებში მისი რედაქტორ-გამომცემელი ივანე როსტომაშვილი იყო. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ზაქარია ჭიჭინაძე, სიმონ ქვარიანი, ი. ფერაძე, ი. ჯანაშვილი და სხვები. დამატების სახით გამოსცემდა „მოგზაურის პრემიას“.
1905 წლის იანვრიდან „მოგზაური“ ქართველი სოციალ-დემოკრატების ყოველკვირეული ლეგალური გამოცემა გახდა. ოქტომბრამდე გამოდიოდა ლეგალურად, 20 ნოემბრამდე კი უკვე არალეგალურად. რედაქტორ-გამომცემელი კვლავ ივანე როსტომაშვილი იყო, ფაქტობრივი რედაქტორი კი — ფილიპე მახარაძე. ჟურნალში ბოლშევიკებთან ერთად მენშევიკებიც თანამშრომლობდნენ. ბოლშევიკები აშუქებდნენ 1905 წლის რევოლუციურ მოვლენებს, მუშათა და გლეხთა მობილიზების საკითხებს, ჟურნალის საშუალებით ახერხებდნენ ბოლშევიკური იდეების პროპაგანდას, ცდილობდნენ „მოგზაურის“ ბოლშევიკურ ორგანოდ გადაქცევას, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ჟურნალში თანამშრომლობდნენ ალექსანდრე წულუკიძე, ივანე გომართელი, ნ. აზიანი, იროდიონ ევდოშვილი და სხვები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.