მიუნხენის შეთანხმება
From Wikipedia, the free encyclopedia
მიუნხენის 1938 წლის შეთანხმება (საბჭოთა ისტორიოგრაფიაში — მიუნხენის შეთქმულება; ჩეხ. Mnichovská dohoda; სლოვაკ. Mníchovská dohoda; ინგ. Munich Agreement; გერ. Münchner Abkommen; ფრ. Accords de Munich; იტალ. Accordi di Monaco) — მიუნხენში 1938 წლის 29 სექტემბერს შედგენილი შეთანხმება. ხელი მოაწერეს იმავე წლის 30 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ნევილ ჩემბერლენის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ დალადიეს, გერმანიის რაიხსკანცლერის ადოლფ ჰიტლერისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის, ბენიტო მუსოლინის მიერ. შეთანხმება ეხებოდა ჩეხოსლოვაკიის მიერ გერმანიისთვის სუდეტის ოლქის გადაცემას.