მირანდესი (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„მირანდესი“ (ესპ. Club Deportivo Mirandés) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1927 წელს, კასტილია და ლეონის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ მირანდა-დე-ებროში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ანდუვაზე, რომელიც 6 900 მაყურებელს იტევს.
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | Club Deportivo Mirandés | ||
---|---|---|---|
მეტსახელი |
წითლები (ესპ. Los Rojillos) ტახები (ესპ. Jabatos) | ||
დაარსდა | 1927; 97 წლის წინ (1927) | ||
სტადიონი |
ანდუვა მირანდა-დე-ებრო, კასტილია და ლეონი (ტევადობა: 6,900 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი | რამირო რევუელტა | ||
მწვრთნელი | პაბლო ალფარო | ||
ლიგა | სეგუნდა დივიზიონი | ||
2015-16 | მე-15 ადგილი | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
დახურვა
პრიმერა დივიზიონში კლუბი არასდროს აღზევებულა. სეგუნდა დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა 2014-15 წლების სეზონში, როდესაც დაიკავა მე-8 ადგილი. „მირანდესის“ მთავარი მიღწევა იყო ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლა, 2011-12 წლების სეზონში.