From Wikipedia, the free encyclopedia
მიმღეობა (აგრეთვე პარტიციპი) — ზმნისგან ნაწარმოები უუღლებელი ფორმა, რომელიც იბრუნვის და წინადადებაში გამოიყენება ზედსართავ სახელად. აქვს როგორც სახელის, ისე ზმნის ნიშნები. სახელის ნიშნებიდან მას მიღებული აქვს ბრუნვისა და რიცხვის ფორმები, ზმნისაგან - გვარი, დრო, ასპექტი, მიმართულება (გეზი და ორიენტაცია). მიმღეობის საწარმოებლად გამოიყენება მარტო თავსართი (მ-, მა-, სა-, ნა-, ნე-), მარტო ბოლოსართი (-ულ-), ან თავსართ-ბოლოსართი (მ-ელ-, მ-არ-, მა-ელ-, მ-რე-, სა-ელ-, სა-არ- და ა.შ.). არსებობს მოქმედებითი ანუ სასუბიექტო (მშენებელი), ვნებითი ანუ საობიექტო (დასაწერი) და საშუალო გვარის (გაბედული) მიმღეობები.
მიმღეობას აქვს დროის კატეგორია. (ნახნავი წარსული დროა, მშენებელი ახლანდელი დრო, დასამთავრებელი მომავალი დრო. სტატიკური და ერთპირიანი ზმნებისაგან ნაწარმოებთ დრო არ გააჩნიათ (საყვარ-ელ-ი), აღინიშნება ადგილი (სა-რბი-ელ-ი) ან მოქმედების ადგილი (სა-ხვნელ-ი) ბევრი მიმღეობა არსებით სახელადაა ქცეული (მხატვარი, მწერალი, მკურნალი, მასწავლებელი, მეგობარი და სხვა).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.