მიმინო
From Wikipedia, the free encyclopedia
მიმინო (ლათ. Accipiter nisus) — მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. დედალი ტანად მამალზე დიდია. მიმინოს სხეულის სიგრძე 31-41 სმ, მასა 150-275 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (ეგვიპტე). არ არის ტუნდრის ზონაში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიმინო (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები მიმინო, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მიმინო | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Accipiter nisus | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22695624 | |||||||||||||||||
|
დახურვა
საქართველოში ბინადრობს, ბუდეს ხეზე იკეთებს. 4-5 კვერცხს დებს. 31-33 დღე-ღამეს კრუხობს. ამ პერიოდში დედალს და მართვეებს (ქულებს) მამალი აჭმევს. მიმინო იკვებება უმთავრესად პატარა ჩიტებით (ორნითოფაგია), აგრეთვე მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებითა და მწერებით. დასავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში მიმინოს შავარდნის მაგივრად იყენებენ სანადიროდ. წვრთიან მართვეს.