![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/64/Pipeline_device.jpg/640px-Pipeline_device.jpg&w=640&q=50)
მილსადენი ტრანსპორტი
From Wikipedia, the free encyclopedia
თანამედროვე ეტაპზე ტრანსპორტის სხვა საშუალებებთან შედარებით, უფრო მეტად ვითარდება საავტომობილო, საჰაერო და მილსადენი ტრანსპორტი.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მილსადენი ტრანსპორტი}} |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/64/Pipeline_device.jpg/640px-Pipeline_device.jpg)
მილსადენი — ეს ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა და ქიმიური პროდუქტების ტრანსპორტირების სპეციფიკური საშუალებაა მოპოვების ადგილიდან მოხმარების ბაზრამდე. მილსადენი ტრანსპორტის ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს სწორედ ამ პროდუქტების დიდი მასშტაბებით გადაზიდვაში.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მილსადენი ტრანსპორტის მაგისტრალები მიემართება ნავთობისა და გაზის მოპოვების ადგილიდან საზღვაო პორტებამდე, საიდანაც მათი ექსპორტირება ხდება განვითარებულ ქვეყნებში.
მილსადენი ტრანსპორტის ერთ-ერთი უპირატესობა ტრანსპორტის სხვა საშუალებებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ ტრანსპორტირების თვითღირებულება სამჯერ დაბალია ვიდრე მაგალითად სარკინიგზო ტრანსპორტისა. ასევე, მილსადენი ტრანსპორტი უზრუნველყოფს ტვირთების გადაზიდვის სტაბილურობასა და საიმედოობას, ამავე დროს ბუნების დაბინძურების შედარებით დაბალ დონეს.