მიგელ იდალგო
From Wikipedia, the free encyclopedia
მიგელ იდალგო ი კოსტილია (Miguel Gregorio Antonio Ignacio Hidalgo y Costilla Gallaga Mondarte Villaseñor; დ. 8 მაისი, 1753, გუანახუატოს შტატი — გ. 30 ივლისი, 1811, ჩიუაუის შტატი) — მექსიკის ეროვნული გმირი, ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ სახალხო აჯანყების ხელმძღვანელი 1810–1811 წლებში. 1810 სათავეში ჩაუდგა რევოლუციურ არმიას ესპანეთის წინააღმდეგ. 1811 იანვარში რევოლუციური არმია დამარცხდა, იდალგო შეიპყრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/7d/Mexico.DF.Coyoacan.MiguelHidalgo.Statue.01.jpg)