![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/Mi-8_Hip_Roving_Sands_99.jpg/640px-Mi-8_Hip_Roving_Sands_99.jpg&w=640&q=50)
მი-8
From Wikipedia, the free encyclopedia
მი-8 (ნატოს კლასიფიკაციით: hip) — მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მრავალფუნქციური საბჭოთა შვეულმფრენი. იგი შეიქმნა მეოცე საუკუნის 60–იანი წლების დასაწყისში მიხაილ მილის სახელობის მოსკოვის საავიაციო ქარხანაში. მი-8-ის პროტოტიპის – B-8 პირველი საცდელი გაფრენა წარმატებით განხორციელდა 1961 წლის 9 ივლისს. დღესდღეობით მი–8 ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში(აშშ-ში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, რუსეთში). მას იყენებენ როგორც საბრძოლო, ასევე სამოქალაქო ოპერაციების შესასრულებლად.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/9b/Mi-8_Hip_Roving_Sands_99.jpg/640px-Mi-8_Hip_Roving_Sands_99.jpg)