From Wikipedia, the free encyclopedia
მექსიკის მთიანეთი (ესპ. Altiplanicie Mexicana) — მთიანეთი ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, მექსიკაში. ზეგნის ფართობია დაახლ. 1200 კმ². შედგება ვრცელი ზეგნებისა და მთიანი ქედებისაგან, რომელიც საზღვრავს აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. მთიანეთის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 1000—2000 მეტრის სიმაღლეზე.
მთიანეთი არათანაბრადაა დასახლებული. სამხრეთის ნაყოფიერ ხეობებში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი.
აღმოსავლეთიდან ზეგანს საზღვრავს აღმოსავლეთი სიერა-მადრე (სიმაღლე 4054 მ.), რომელიც მკვეთრად გამოყოფს მექსიკის ყურისაგან. დასავლეთიდან ესაზღვრება დასავლეთი სიერა-მადრე (სიმაღლე 3150 მ.), რომელიც საფეხურებად ეშვება წყნარი ოკეანის სანაპიროსკენ. სამხრეთიდან ემიჯნება განივი ვულკანური სიერა, ხოლო ჩრდილოეთით საზღვრავს აშშ-მექსიკის სახელმწიფო საზღვარი.
ზეგნის შიდა ნაწილი იყოფა ჩრდილოეთისა და ცენტრალურ მესად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.