მესროპ მაშტოცი
From Wikipedia, the free encyclopedia
მესროპ მაშტოცი (სომხ. Մեսրոպ Մաշտոց; დ. 361, ჰაციკი, ტარონის პროვინცია, — გ. 17 თებერვალი, 440, ვაჰარშაპატი) — სომეხი სწავლული, სომხური ანბანის შემქმნელი, განმანათლებელი, მისიონერი, ბიბლიის მთარგმნელი, ეროვნული სკოლისა და პედაგოგიკის დამაარსებელი, სომხური სამოციქულო ეკლესიის წმინდანი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/5c/Mesrob_Mashtots_1882.jpg)
შეისწავლა სომხური ენის ბგერითი სისტემა და 405–406 წლებში შექმნა ანბანი. თავის მოწაფეებთან ერთად სირიულიდან სომხურად თარგმნა ბიბლიის ნაწილი. მესროპ მაშტოცის ბევრი მოწაფე შემდგომში ცნობილი მწერალი გახდა (ეზნიკი, კორიუნი, ეღიშე, მოვსეს ხორენაცი და სხვები).