მერენრა II
From Wikipedia, the free encyclopedia
მერენრა II — ძველი ეგვიპტის ფარაონი და მეექვსე დინასტიის მმართველი ძვ.წ. 2219-2218 წლებში. ფარაონ პეპი II-ისა და დედოფალ ნეიტის შვილი. დედოფალ ნიტოკრისის ძმა და ქმარი.
ტურინის პაპირუსის მიხედვით იგი მმართველი იყო წელიწადი და ერთი თვე. ძნელია ითქვას რა იყო მისი ხანმოკლე მმართველობის მიზეზი. შესაძლოა მერენრა II გარდაიცვალა ავადმყოფობით, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ იგი სახელმწიფო გადატრიალებისას მოკლეს.