უჯრედის მემბრანა
From Wikipedia, the free encyclopedia
უჯრედის მემბრანა, პლაზმური მემბრანა, იგივე პლაზმალემა ან ციტოლემა — შერჩევითი განვლადობის უნარის მქონე ბარიერის როლს ასრულებს. იგი უჯრედსა და უჯრედშორის მატრიქსს შორის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და უჯრედშიგა გარემოს მუდმივობას განაპირობებს. პლაზმური მემბრანა გარს აკრავს ციტოპლაზმას და ყოფს შიგაუჯრედულ კომპონენტებს გარეგანი გარემოსგან. არ ატარებს შედარებით დიდი ზომის მოლეკულებს. პლაზმური მემბრანა დიდ როლს ასრულებს უჯრედის ფორმის მიღებაში, ასევე სხვა უჯრედებთან შეკავშირებითა და დაჯგუფებით ქსოვილის წარმოქმნაში. მემბრანის გავლით ნივთიერებათა ტრანსპორტი შეიძლება იყოს პასიური-არ საჭიროებდეს ენერგიას, ან აქტიური-მათი ტრანსპორტირებისთვის უჯრედისაგან მოითხოვდეს ენერგიას.