From Wikipedia, the free encyclopedia
მეკლენბურგი (გერმ. Mecklenburg) — რეგიონი გერმანიის ჩრდილოეთში, ამჟამად მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწის ნაწილი. მეკლენბურგის უმსხვილესი ქალაქები: როსტოკი, შვერინი, შტრალზუნდი, გრაიფსვალდი, ვისმარი, ნოიბრანდენბურგი.
ძველსაქსონურ დიალექტზე მიკლი (mikil) ნიშნავდა „დიდს“, ხოლო სიტყვა ბურგი (burg, borg, borch) შუა-ქვემოგერმანულად ნიშნავს ციხეს, სიმაგრეს. X-XI საუკუნეებში გამოიყენებოდა სახელწოდება Mikilinborg („დიდი ციხესიმაგრე“). სახელი დაკავშირებულია კონკრეტულ ადგილთან, დასახლებასთან, რომელიც დღემდე ატარებს სახელწოდებას Burg Mecklenburg — ნიკლოტინგების (ნიკლოტის შთამომავლები) ობოდრიდის სამთავრო დინასტიის ყოფილ საგვარეულო ციხესიმაგრესთან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.