მეთილირება
From Wikipedia, the free encyclopedia
მეთილირება — ქიმიურ მეცნიერებაში სუბსტრატზე მეთილის დამატება, ან მეთილის ჯგუფში ატომთა ან ჯგუფთა შენაცვლება. მეთილირება ალკილირების ფორმაა, მეთილის ჯგუფთან მიმართებით, ვიდრე ფართო ნახშირბადური ჯაჭვი, რომელიც წყალბადის ატომს ანაცვლებს. ტერმინები გამოიყენება ქიმიაში, ბიოქიმიაში, ნიადაგთმცოდნეობასა და ბიოლოგიაში.
ბიოლოგიურ სისტემებში მეთილირება ფერმენტების კატალიზია. ამგვარი მეთილირება შეიძლება ჩართული იყოს მძიმე ლითონების მოდიფიკაციაში, გენთა ექსპრესიის რეგულირებაში, ცილების ფუნქციათარეგულაციასა და პოსტტრანსკრიფციულ მოდიფიკაციაში. ქსოვილთა ნიმუშების ვიტამინების მეთილირება კონკრეტული ჰისტოლოგიური არტეფაქტების გადამუშავების ერთ-ერთი მეთოდია. მეთილირების თანამონაწილეს დემეთილირება ეწოდება.