მახრჩობელები
From Wikipedia, the free encyclopedia
მახრჩობელები (ლათ. Boinae) — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. პითონებისაგან განსხვავებით, მახრჩობელებს არ გააჩნიათ თვალზედა ძვალი და ყბათაშორის ძვლებზე კბილები. ქვეოჯახი აერთიანებს 5 გვარს, 28 სახეობით. გავრცელებულნი არიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნახევარსფეროებში: ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. მახრჩობელათა ზომები ძალზე ცვალებადია. ქვეოჯახის ცენტრული გვარია ბოა, რომელიც 3 სახეობას შეიცავს, მათ შორის ჩვეულებრივ მახრჩობელას (Boa constrictor), რომლის სიგრძე 2-3 მეტრს (მაქს. 5,5 მ.) აღწევს, გავრცელებულია მექსიკიდან არგენტინამდე.
სწრაფი ფაქტები მახრჩობელები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მახრჩობელები | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ჩვეულებრივი მახრჩობელა (Boa constrictor) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Boinae | |||||||||||||||
|
დახურვა