From Wikipedia, the free encyclopedia
მაცხოვრის საკათედრო ტაძარი (რუს. Храм Христа́ Спаси́теля) — გრანდიოზული მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში, აგებული არქიტექტორ კონსტანტინე ტონის პროექტით, როგორც რუსი ხალხის 1812 წელს ნაპოლეონის წინააღმდეგ გმირული ბრძოლის მონუმენტი.
ტაძარი მდებარეობს მოსკოვის ცენტრში კრემლთან მდინარე მოსკოვის პირას. მას თითქმის 44 წელი აგებდნენ და ღვთისმსახურებისთვის 1883 წელს გაიხსნა. 1931 წლის 5 დეკემბერს ტაძარი კომუნისტებმა ააფეთქეს, რის შედეგადაც ის საძირკვლამდე განადგურდა. ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში აღადგინეს და 2000 წლიდან ხელახლა ფუნქიონერებს. განახლებული მაცხოვრის ტაძარი მსოფლიოში უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარია. ის 103 მ. სიმაღლისაა და 10 000 მლოცველზეა გათვლილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.