![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e9/Grossglockner_2005.jpg/640px-Grossglockner_2005.jpg&w=640&q=50)
მაღალი ტაუერნი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაღალი ტაუერნი (გერმ. Hohe Tauern) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ვრცელდება ავსტრიის სამხრეთ ნაწილში. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 110 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 3798 მ (გროსგლოკნერი, ავსტრიის უმაღლესი წერტილი). დამახასიათებელია ალპური ტიპის რელიეფის ფორმები. დასავლეთ ნაწილში არის მრავალრიცხოვანი კარული და ხეობის ტიპის მყინვარები. ჩრდილოეთი კალთებიდან სათავეს იღებენ მდინარე ზალცახის მარჯვენა შენაკადები, ხოლო სამხრეთი კალთებიდან — მდინარე დრავის მარცხენა შენაკადები. მაღალი ტაუერნის ღერძული ნაწილი აგებულია გრანიტებითა და გნაისებით. მთავარი ქედიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს მაღალი ტაუერნის ეროვნული პარკი (ფართობი დაახლოებით 1834 კმ²), რომელიც წარმოადგენს ალპების უდიდეს ნაკრძალს.
მაღალი ტაუერნი | |
---|---|
![]() მაღალი ტაუერნის უმაღლესი წერტილი — გროსგლოკნერი | |
კოორდინატები: 47°10′ ჩ. გ. 12°30′ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | გროსგლოკნერი |
სიმაღლე | 3798 მ |
სიგრძე | 110 კმ |
ქედი გადაკვეთილია 3 გვირაბით. ზღვის დონიდან 1800-2000 მ სიმაღლეზე გვხვდება წიწვოვანი ტყეები, უფრო მაღლა — ბუჩქნარები და მდელოები. ალპინისტების პოპულარული ადგილია. განვითარებულია სამთო-სათხილამური სპორტი.