მარხილის ძაღლები — მუშა ძაღლები, რომლებსაც, მარხილში შებმულებს, თოვლსა თუ ყინულზე ტრანსპორტირებისას იყენებენ.

Thumb
მარხილის ძაღლების ჯგუფი.

მარხილის ძაღლები ყველა შინაურ ძაღლზე მეტად ჰგვანან თავიანთ წინაპარ რუხ მგელს. ადრე არქტიკის რეგიონში მოსახლეობა მათი საშუალებით ახორციელებდა მიმოსვლას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ხროვის ორგანიზაცია

მარხილის ძაღლები ხშირად მუშაობენ საშინლად ცივ გარემოსა და რთულ ლანდშაფტში და, როგორც წესი, ხროვის ძლიერ ინსტინქტებსაც ინარჩნუბენ. მათი ჯგუფის აშკარა იერარქიული წყობა ძალზე ჰგავს მგლის ხროვის იერარქიას. მემარხილეც სწორედ ამ წესებს ითვალისწინებს ძაღლების სამართავად; წინ დგას მეთაური – ჯგუფის დომინანტი. ძაღლებს ასეთი ორგანიზება სჭირდებათ არა მხოლოდ შეთანხმებული მუშაობის, არამედ საერთო უსაფრთხოებისთვისაც. დანარჩენი ძაღლები ხროვის მეთაურს მიჰყვებიან და მისი გამოცდილების წყალობით თავიდან იცილებენ მოსალოდნელ განსაცდელსა და დაბრკოლებებს.

ლიტერატურა

  • დევიდ ალდერტონი, რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა, ISBN 978-9941-19-652-2

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.