From Wikipedia, the free encyclopedia
მარქსისტული ფემინიზმი — ფემინიზმის მიმდინარეობა, რომელიც ქალთა ჩაგვრის საკითხს კლასობრივი უთანასწორობის ჭრილში განიხილავს და ამ პროცესებს მარქსისტულ თეორიაზე დაყრდნობით ხსნის. მარქსისტული ფემინიზმი ქალთა ჩაგვრის ახსნას კაპიტალისტური საზოგადოების შინაგანი ბუნებიდან ცდილობს. იგი ემიჯნება ბურჟუაზიულ ფემინიზმს. მარქსისტულ ფემინიზმის ფუძემდებლებად ითვლებიან კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი. ნაწარმოებში „ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმოშობა“ ფრიდრიხ ენგელსმა განიხილა ქალთა ჩაგვრის ისტორიული საფუძველი, გააკრიტიკა ოჯახის ინსტიტუტი და ეჭვქვეშ დააყენა ნუკლეარული ოჯახის მარადიული არსებობა, რომლის წარმოშობა კერძო საკუთრების გაჩენამ განაპირობა და მიზნად ისახავდა კაცის მიერ ქალის სექსუალობის კონტროლს, რადგან მემკვიდრეობა არ გადასულიყო სხვის ხელში. ამან ქალი მიაჯაჭვა ოჯახს. შრომის ამდაგვარი გადანაწილება კარგად ემსახურება ინდუსტრიულ კაპიტალიზმს, რადგან კერძო ანუ ოჯახის სფეროში ქალის აუნაზღაურებელი შრომის ხარჯზე ხდება კაპიტალის დაზოგვა, მუშახელის შენახვა და გამრავლება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.