![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/d/d4/Mario.jpeg/640px-Mario.jpeg&w=640&q=50)
მარიო (პერსონაჟი)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარიო — იაპონელი ვიდეო თამაშების დიზაინერის, შიგერუ მიამოტოს მიერ შექმნილი პერსონაჟი. Mario ფრენჩაიზის სახელი და იაპონური ვიდეო თამაშების კომპანია Nintendo-ს თილისმა. მისი შექმნის დღიდან 200-ზე მეტ ვიდეო თამაშში გამოჩნდა. გამოიყურება როგორც დაბალი, პუტკუნა, იტალიელი, სანტექნიკოსი, რომელიც ცხოვრობს სოკოს სამეფოში. მისი მიზანია ატმის პრინცესას გადარჩენა კოოპას ბოროტმოქმედ ბოუსერისგან. მარიოს აქვს წვდომა მრავალფეროვან ძალაზე, რაც მას სხვადასხვა შესაძლებლობებს აძლევს. მარიოს ტყუპი ძმაა ლუიჯი.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მარიო (პერსონაჟი)}} |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/d/d4/Mario.jpeg/640px-Mario.jpeg)
მარიო ითვლება ყველაზე ცნობილ პერსონაჟად ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში და პოპ კულტურის დამკვიდრებულ ხატად. მარიოს მსგავსება გამოჩნდა სხვადასხვა ნაწარმში, როგორიცაა ტანსაცმელი და საკოლექციო ნივთები. ადამიანებსა და ადგილებს მისი მეტსახელი შეარქვეს. 750 მილიონზე მეტი გაყიდული ერთეულით მთელ მსოფლიოში, მარიო ფრენჩაიზი არის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ვიდეო თამაში.