![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/25/GrandDuchessMaria1914formal2.jpg/640px-GrandDuchessMaria1914formal2.jpg&w=640&q=50)
მარია რომანოვა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ნიკოლოზის ას. რომანოვა (რუს. Мария Николаевна Романова, 26 ივნისი, 1899—17 ივლისი, 1918) — დიდი მთავარი, ნიკოლოზ II-ისა და ალექსანდრა ფეოდოროვნას მესამე ქალიშვილი. დაიბადა 1899 წელს პეტერბურგთან ახლოს. აღზრდილი იყო სამეფო კარზე თავის დებთან (ოლღა, ტატიანა, ანასტასია) და ძმასთან (ალექსეი) ერთად.
სწრაფი ფაქტები დიდი მთავარი მარია ნიკოლოზის ასული რომანოვა Великая княжна Мария Николаевна Романова, დაიბადა ...
დიდი მთავარი მარია ნიკოლოზის ასული რომანოვა Великая княжна Мария Николаевна Романова | |
---|---|
![]() კნეინა მარია | |
დაიბადა | 26 ივნისი, 1899 პეტერჰოფი, ![]() |
გარდაიცვალა | 17 ივლისი, 1918 (19 წლის) ეკატერინბურგი, ![]() |
დაკრძალვის ადგილი | რუსეთის ახალწამებულთა ტაძარი |
ეროვნება | რუსი |
ტიტული | დიდი მთავარი |
რელიგიური მრწამსი | მართლმადიდებელი |
მშობლები | ნიკოლოზ II ალექსანდრა ფეოდოროვნა |
ხელმოწერა | ![]() |
დახურვა
მარია, როგორც მისი ოჯახის ყველა წევრი 16-17 ივლისს იპატიევის სახლში იმყოფებოდა და იქნა დახვრეტილი. 2007 წელს ეკატერინბურგთან ახლოს იპოვეს ორი დამწვარი ნეშტი. 2008 წელს აშშ-ში ჩატარებული ექსპერტიზით ცნობილი გახდა, რომ ნარჩენები ნიკოლოზ II-ის შვილებს ეკუთვნის, სავარაუდოდ ალექსეისა და მარიას.