მარია მოდენელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია მოდენელი (იტალ. Maria di Modena, ინგლ. Mary of Modena; დ. 5 ოქტომბერი, 1658, მოდენა, იტალია — გ. 7 მაისი, 1718, პარიზი, საფრანგეთი) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ ალფონსო IV-ისა და ლაურა მარტინოცის ქალიშვილი. ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი 1685-1688 წლებში როგორც ჯეიმზ II-ის მეორე მეუღლე. მას შემდეგ, რაც მისმა გერმა მერი II-მ ჯეიმზი ტახტიდან ჩამოაგდო, მერი ქმართან და შვილებთან ერთად საფრანგეთში გაიქცა, სადაც თავი მეფე ლუი XIV-ს შეაფარა. მან მთელი დარჩენილი სიცოცხლე ორ გადარჩენილ შვილზე ზრუნვაში გაატარა. გარდაიცვალა საფრანგეთში, ლუი XIV-ის მფარველობაში.
სწრაფი ფაქტები მარია მოდენელი, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი ...
მარია მოდენელი | |
---|---|
ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალი | |
კორონაცია: | 23 აპრილი, 1685 |
მმართ. დასაწყისი: | 6 თებერვალი, 1685 |
მმართ. დასასრული: | 11 დეკემბერი, 1688 |
წინამორბედი: | კატარინა ბრაგანსა |
მემკვიდრე: | ჯორჯ დანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 5 ოქტომბერი, 1658 |
დაბ. ადგილი: | მოდენა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 7 მაისი, 1718, (59 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ჯეიმზ II, ინგლისის მეფე (ქ. 1673 - გარდ. 1701) |
შვილები: |
ჯეიმზ ფრანცისი ლუიზა მარია |
სრული სახელი: | მარია ბეატრიჩე ელეონორა ანა მარგერიტა იზაბელა |
დინასტია: | დ'ესტეები |
მამა: | ალფონსო IV, მოდენის ჰერცოგი |
დედა: | ლაურა მარტინოცი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა