From Wikipedia, the free encyclopedia
მართა (ინგლ. Martha; დ. დაახლ. 1885 — გ. 1 სექტემბერი, 1914, ცინცინატი, ოჰაიოს შტატი, აშშ) — უკანასკნელი ცოცხალი მოგზაური მტრედი (ლათ. Ectopistes migratorius). სახელი ეწოდა ჯორჯ ვაშინგტონის მეუღლის — მართა ვაშინგტონის პატივსაცემად. ცხოვრობდა ცინცინატის ზოოპარკში. დაიღუპა 29 წლის ასაკში. სიკვდილის შემდეგ მისი ნეშტი გაყინეს და გადასცეს ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს, სადაც ჩასვეს ვიტრინაში. იგი ახლაც სმითსონის ინსტიტუტშია, მაგრამ მისი ხილვა დამთვალიერებლებისთვის შეუძლებელია.[1] ზოოპარკის ტერიტორიაზე დადგეს უკანასკნელი მოგზაური მტრედის ქანდაკება.[2] ამერიკელმა მომღერალმა ჯონ ჰერალდმა დაწერა სიმღერა სათაურით „Martha (Last of the Passenger Pigeons)“ [„მართა (უკანასკნელი მოგზაური მტრედი)“].
მართა | |
---|---|
ინგლ. Martha | |
ცოცხალი, 1914 | |
სახეობა | მოგზაური მტრედი (ლათ. Ectopistes migratorius) |
სქესი | დედალი |
დაბადების თარიღი | დაახლ. 1185 |
დაღუპვის თარიღი | 1 სექტემბერი, 1914 |
დაღუპვის ადგილი | ცინცინატი, ოჰაიოს შტატი (28 ან 29 წლის ასაკში) |
ქვეყანა | აშშ |
განთავსების ადგილი | ბუნებრივი ისტორიის ეროვნული მუზეუმი |
ცნობილია როგორც | უკანასკნელი მოგზაური მტრედი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.