![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/MargaretAnjou.jpg/640px-MargaretAnjou.jpg&w=640&q=50)
მარგარიტა ანჟუელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარიტა ანჟუელი (ფრანგ. Marguerite d'Anjou, ინგლ. Margaret of Anjou; დ. 23 მარტი 1430, ლოთარინგია, საღვთო რომის იმპერია - გ. 25 აგვისტო 1482, ანჟუ, საფრანგეთის სამეფო) — ვალუა-ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის ორგზის დედოფალი 1445-1461 და 1470-1471 წლებში როგორც ჰენრი VI-ის მეუღლე. აგრეთვე იყო საფრანგეთის დე ფაქტო დედოფალი 1445-1453 წლებში. დაიბადა ლოთარინგიაში. ნეაპოლის მეფე რენე I-ისა და მისი ცოლის, ლოთარინგიის ჰერცოგინია იზაბელ I-ის უფროსი ქალიშვილი.
მარგარიტა ანჟუელი | |
---|---|
Marguerite d'Anjou | |
![]() მარგარიტა ანჟუელის მინიატურული პორტრეტი, შექმნილია 1445 წლის 1 იანვარს | |
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 30 მაისი 1445 უესტმინსტერის სააბატო |
მმართ. დასაწყისი: | 23 აპრილი 1445 |
მმართ. დასასრული: | 4 მარტი 1461 |
წინამორბედი: | კატრინ დე ვალუა |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ვუდვილი |
ინგლისის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 ოქტომბერი 1470 |
მმართ. დასასრული: | 11 აპრილი 1471 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ ვუდვილი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ვუდვილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 მარტი 1430 |
დაბ. ადგილი: | ლოთარინგიის საჰერცოგო, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 25 აგვისტო 1482 (52 წლის) |
გარდ. ადგილი: | ანჟუს საჰერცოგო, საფრანგეთის სამეფო |
მეუღლე: | ჰენრი VI, ინგლისის მეფე |
შვილები: | ედუარდი, უესლის პრინცი |
დინასტია: | ვალუა-ანჟუები |
მამა: | რენე I, ნეაპოლის მეფე |
დედა: | იზაბელ I, ლოთარინგიის ჰერცოგინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იყო ინგლისში მიმდინარე დინასტიათა შორის გამართული ბრძოლის, ე.წ. ვარდების ომის მონაწილე და ზოგჯერ თავადაც ხელმძღვანელობდა ლანკასტერების არმიას. მისი ქმრის შეურაცხადობისა და გონებასუსტობის გამო ქვეყანას მთლიანად მარგარიტა მართავდა. 1455 წლის მაისში მან სამეფო საბჭოში დაიბარა იორკის მეამბოხე ჰერცოგი და თავი მოჰკვეთა, რამაც გამოიწვია იორკების ამბოხება და ვარდების ომის დაწყება, რამაც 30 წელზე მეტ ხანს გასტანა. ამ სამოქალაქო ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მარგარიტას ვაჟისაც.
1461 წელს ედუარდ IV იორკელმა ტახტიდან ჩამოაგდო ჰენრი VI, ტყვედ აიყვანა იგი, ხოლო მარგარიტა თავის ვაჟთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა. 1470 წელს მარგარიტა ინგლისში დაბრუნდა და ედუარდი ტახტიდან ჩამოაგდო, რის შემდეგაც კვლავ ჰენრი გაამეფა, სულ რამდენიმე თვეში კვლავ ედუარდი ავიდა ტახტზე. სწორედ ამ ბრძოლისას, 1471 წელს მოკლეს მარგარიტას ერთად-ერთი შვილი. ბრძოლაში დამარცხებული მარგარიტა იორკებმა ტყვედ აიყვანეს.
1475 წელს მარგარიტამ შეძლო და ტყვეობიდან თავი დაიხსნა. მან თავი შეაფარა თავის ბიძაშვილს, საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს. ვინაიდან წლების წინ თავის ქმართან ერთად ის საფრანგეთის გვირგვინის ხელში ჩაგდებას და მთელი სამეფოს დაპყრობას ცდილობდა, ფრანგები ვერ იტანდნენ მას და გამუდმებით ცუდად ეპყრობოდნენ. ამგვარ პირობებში გარდაიცვალა 1482 წელს, 52 წლის ასაკში.