მანუჩარ III
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
მანუჩარ III ჯაყელი (დ. 1591 — გ. 1625) — სამცხის ათაბაგი 1614-1625, მანუჩარ II-ის ძე. მამის ირანში ყოფნის დროს შაჰმა აბას I-მა მანუჩარ III სამცხე-საათაბაგოს გამგებლად ცნო. 1608 ოსმალების მიერ ახალციხის ხელახლა დაპყრობის შემდეგ მანუჩარ III ქართლში გადავიდა. 1614 მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტს დაეუფლა. იგი ცდილობდა შეეჩერებინა მესხ ფეოდალთა გამაჰმადიანების პროცესი, რითაც ოსმალთა უკმაყოფილება გამოიწვია. 1624 არზრუმის ფაშამ მანუჩარ III-ის წინააღნდეგ ილაქშრა. მანუჩარ III მცირე რაზმით ქართლში გადავიდა. აქ მონაწილეობა მიიღო მარაბდის ბრძოლაში სპარსელების წინააღმდეგ. ამის შემდეგ სულთანმა მანუჩარ III-ს ქრისტიანობის შენარჩუნებით ათაბაგობა დაუმტკიცა. სამშობლოში მომავალი გზაში მოკლა ბიძამ - ბექამ (საფარ-ფაშა).
მანუჩარ III | |
---|---|
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1614 |
მმართ. დასასრული: | 1625 |
წინამორბედი: | მანუჩარ II |
მემკვიდრე: | საფარ ფაშა |
გარდ. თარიღი: | 1625 |
დინასტია: | ჯაყელები |
მამა: | მანუჩარ II |
წინამორბედი: მანუჩარ II |
სამცხის ათაბაგი 1614 - 1625 |
შემდეგი: საფარ ფაშა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.