From Wikipedia, the free encyclopedia
მალინდი (სუაჰ. Malindi, პორტ. Melinde) — საპორტო ქალაქი კენიაში, სანაპირო პროვინციაში. ქალაქი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე მდინარე გალანის შესართავში. 1999 წლის მონაცემებით მალინდის მოსახლეობა შეადგენს 117,735 კაცს.
ქალაქი | |
---|---|
მალინდი Malindi | |
ქვეყანა | კენია |
პროვინცია (კენია)|კენიის პროვინციები | პროვინცია | სანაპირო პროვინცია |
კოორდინატები | 3°13′00″ ს. გ. 40°07′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
მოსახლეობა | 117,735 კაცი (1999) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
საფოსტო ინდექსი | 80200 |
მალინდი სვაჰილი დასახლებაა XIV საუკუნიდან და მას აღმოსავლეთ აფრიკის ამ ნაწილში უპირატესობაში მხოლოდ მომბასა ეცილებოდა. ტრადიცულად ეს იყო უცხოურ ძალთა საპორტო ქალაქი. 1414 წელს ქალაქი მოინახულა ჩინეთის საზღვაო მკვლევრის — ჯენ ხეს ფლოტილიამ. მალინდის მმართველმა ამ ფლოტილიით პირადი საჩუქრის სახით ჟირაფი და სამკაულები გაუგზავნა ჩინეთის მმართველს.
პორტუგელიელი მკვლევარი ვასკო და გამა მალინდის მმართველებს 1498 წელს შეხვდა, მათთან სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მეგზური იქირავა ინდოეთში გასამგზავრებლად. ამ პერიოდში აღმართა მან მარჯნის სვეტი, რომელიც დღემდე შემორჩა. 1499 წელს პურტუგალიელებმა მალინდიში სავაჭრო ბანაკი დააარსეს, რომელიც ინდოეთიდან და მისკენ მიმავალი ქარავნებისთვის მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. აქვეა ამ პერიოდის ეკლესიაც. ეს ადგილი, განსაკუთრებით მარჯნის სვეტი, ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. ქალაქში შემორჩენილია ძველი სვაჰილის სტილის არქიტექტრაც, მათ შორის ჯუმა მეჩეთი და სასახლე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.