![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/18/Christian_Nubia.png/640px-Christian_Nubia.png&w=640&q=50)
მაკურიის სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
მაკურიის სამეფო (ძველნუბიური: Ⲙⲁⲕⲟⲩⲣⲓⲁ, მაკურია; არაბ. مقرة, ალ-მუქურა) — შუა საუკუნეების სამეფო დღევანდელი სუდანის ჩრდილოეთ და ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობდა ნილოსის ზემო წელში, დაახლოებით მესამე და მეექვსე ჩანჩქერებს შორის. სამეფო აკონტროლებდა სავაჭრო გზებს, საბადოებს და ოაზსებს. მისი დედაქალაქი იყო დონგოლა, ამიტომ სამეფოს ხანდახან დედაქალაქის სახელითაც მოიხსენიებენ.
მაკურიის სამეფო Ⲙⲁⲕⲟⲩⲣⲓⲁ სამეფო | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
![]() ქრისტიანული ნუბია სამი სამეფოს პერიოდში. | ||||
დედაქალაქი | ძველი დონგოლა. | |||
ენა | ძველნუბიური. | |||
შუა საუკუნეები | ||||
ისტორია | ||||
- დაარსება | IV – საუკუნე. | |||
- მამლუქების მიერ ოკუპაცია და გაუქმება. | 1312 | |||
VI საუკუნეში სამეფო მოექცა ქრისტიანობაზე, მაგრამ VII საუკუნეში ეგვიპტე დაიპყრეს მუსლიმანებმა და ნუმიბია დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. მაკურიაში 651 წელს შეიჭრა არაბული ჯარი, მაგრამ მოერხდა ბაქთის სახელით ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება რომელიც XIII საუკუნემდე გრძელდებოდა. მერკურიოსის მეფობის დროს (697-722) მაკურიამ მოახერხა მისი ჩრდილოელი მეზობლის ნობატიის ანექსია. (750–1150) წლები სამეფოსთვის შედარებით მშვიდობიანი იყო, ეს პერიოდი მიიჩნევა მის ოქროს ხანად. XIV საუკუნეში შიდა არეულობებმა და 1312 წელს ეგვიპტელი მამლუქების შემოსევამ ქვეყანას ბოლო მოუღო.