From Wikipedia, the free encyclopedia
მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა, (მაკედ. Социјалистичка Република Македонија) მაკედონიის სახალხო რესპუბლიკა (1943-1963) — იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი 6 რესპუბლიკიდან ერთ-ერთი, ამჟამად მაკედონია. იუგოსლავიის დაშლის დროს მაკედონია ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას ბელგრადის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.
მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა მაკედ. Социјалистичка Република Македонија | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის რუკა. | |||||||||
დედაქალაქი | სკოპიე | ||||||||
ენა | მაკედონური | ||||||||
ფულის ერთეული | იუგოსლავიის დინარი | ||||||||
ფართობი | 25,713 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 2 033 964 (1992 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
თანამედროვე მაკედონიის სახელმწიფო ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 2 აგვისტოს „დემოკრატიული მაკედონიის“ სახელწოდებით (ოსმალეთის წინააღმდეგ 1903 წლის ილინდენის აჯანყების წლისთავზე), მაკედონიის სახალხო გათავისუფლების ანტიფაშისტური ასამბლეის პირველ პლენარულ სხდომაზე. 1945 წელს ოფიციალურად ეწოდა მაკედონიის სახალხო რესპუბლიკა. 1946 წელს მაკედონია ოფიციალურდ შევიდა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1963 წელს ეწოდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკა.
იუგოსლავიის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ ქვეყანას ჰქონდა საკუთარი კონსტიტუცია, კოლექტიური სახელმწიფოს მეთაური, მთავრობა, პარლამენტი, ოფიციალური ენა, სახელმწიფო სიმბოლოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა პრივილეგიები. გარდა ამისა, მაკედონიის სოციალისტურ რესპუბლიკას ჰყავდა მცირე რაოდენობის შეიარაღებული ძალები და ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო.
1990 წელს მშვიდობიანად შეიცვალა მმართველობის სისტემა სოციალისტური რესპუბლიკიდან საპარლამენტო დემოკრატიით. პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 11 ნოემბერს. კირო გლიგოროვი გახდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. 1991 წლის 16 აპრილს ქვეყნის სახელწოდებიდან ოფიციალურად ამოიღეს სიტყვა „სოციალისტური“. საბოლოოდ, მაკედონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 8 სექტემბერის რეფერენდუმის შემდეგ. მაკედონიის რესპუბლიკა გახდა მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის ოფიციალური სამართალმემკვიდრე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.