From Wikipedia, the free encyclopedia
მაისურის სამეფო — ერთ-ერთი ინდური სახელმწიფო, რომლის ტერიტორია გადაჭიმული იყო ინდოსტანის ნახევარკუნძულის ბოლოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. სამეფოს დედაქალაქი იყო ქალაქი სერინგაპატამი. სამეფო მეტნაკლებად ცნობილი გახდა ინგლისური კოლონიზაციის წინააღმდეგ წარმოებულ ოთხ ინგლის-მაისურის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის. ინდური სახელმწიფოებიდან უკანასკნელმა — მაისურის სამეფომ ორმოცწლიანი ომის შემდეგ დაკარგა დამოუკიდებლობა და შეუერთდა ოსტ-ინდოეთის კომპანიის მიერ დაპყრობილ მიწებს.
მაისურის ყველაზე ცნობილი მმართველები იყვნენ:
ვოდეიარების ოჯახი მომდინარეობს კატიავარის სასახლიდან. ძმები — ვიჯაია რაჯა და კრიშნა რაჯა XIV საუკუნეში დასახლდნენ აშტარგამში, მაისურის ოლქში. ერთ-ერთი მათგანი დაქორწინდა ოლქის მმართველის, ჰადანარუს ქალიშვილზე და ამის წყალობით დაამყარა ძალაუფლება მოცემულ რეგიონში.
დასაწყისში ვოდეიარები იყვნენ ვიჯაიანაგარის იმპერიის ვასალები. ძმები — ვიჯაია და კრიშნა დასახლდნენ ჰადანას რეგიონის ორ ციხეში. XVI საუკუნეში ჰირია ბეტადა ჩამარაჯა III-მ ციხესიმაგრე პარაგარჰი გადასცა თავისი სამი ვაჟიშვილიდან ერთ-ერთს აპანე ტიმარაჯა II-ს, რომელმაც მას დაარქვა მაჰიშასურა. ეს სახელწოდება შემდგომში გარდაიქმნა სახელწოდება მაისურად. მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე ვოდეიარები თანდათანობით აფართოებდნენ თავიანთ სამფლობელოებს.
1755 წელს მცირეწლოვანი მაჰარაჯა მოექცა ჰაიდარ ალის კონტროლის ქვეშ, რომელიც თავდაპირველად იყო კაპიტანი და ომის გმირი, ხოლო შემდგომ მინისტრი და არაოფიციალური რეგენტი. ჰაიდარ ალიმ საფრანგეთის მხარდაჭერით მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. ერთიმეორის მიყოლებით, სრულწლოვანების მიღწევამდე, (როდესაც მათ უკვე ხელში უნდა აეღოთ სრული ხელისუფლება) საეჭვო ვითარებაში იქნა მოკლული ზედიზედ ორი მცირეწლოვანი მაჰარაჯა. სამეფო ოჯახი ფაქტობრივად პატიმრობაში ცხოვრობდა და მხოლოდ ყოველწლიურ დასარას დღესასწაულზე გამოჩნდებოდა ხოლმე მოსახლეობის წინაშე. მალე სუვერენული ხელისუფლება მიიღო ჰაიდარ ალის ვაჟმა და მემკვიდრემ — ტიპუ სულთანმა. მან მიიღო სულთანისა და ფადიშაჰის ტიტულები და თვითნებურად ჩაანაცვლა პარასკევის ლოცვაში მოგოლი იმპერატორის სახელი საკუთარი სახელით. ჰაიდარ ალისა და ტიპუ სულთანის მმართველობა ითვლება მაისურის სამეფოს ძლიერების პიკად. ფრანგების დახმარებით მოდერნიზებული არმიით მათ მიაღწიეს მეზობელ სამთავროებთან ურთიერთობებში უპირატესობას.
1799 წელს ტიპუ სულთანმა ბრიტანელთაგან სერინგაპატამთან გამანადგურებელი მარცხი განიცადა. ბრიტანელებმა ტახტზე აღადგინეს ვოდეიარების დინასტია. ტახტზე ავიდა ვოდეიართა გვარის უკანასკნელი მაჰარაჯას 5 წლის ვაჟი — მუმადი კრიშნარაჯა ვოდეიარ III. სრულწლოვანების მიღწევამდე მისი რეგენტი იყო დევანი. 1810 წლიდან მუმადმა მიიღო სრული ხელისუფლება. 1831 წელს ის ბრიტანელთა მხრიდან ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებას ცუდი მმართველობის მიზეზით. მისმა მემკვიდრემ ჩამარაჯა ვოდეიარმა რამდენიმე ათწლეული გაატარა ლონდონის სასამართლოებში ხეტიალში, რომლის შედეგად მათ დაუბრუნდათ ადმინისტრაციული კონტროლის უფლება. ამრიგად, მაისური გახდა პირველი ნახევრად დამოუკიდებელი ინდუსური სამეფო, რომელსაც ფაქტობრივად ბრიტანელები აკონტროლებდნენ, მაგრამ იურიდიულად ის არ შედიოდა ბრიტანეთის ინდოეთის შემადგენლობაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.