მადლენ დე ვალუა
From Wikipedia, the free encyclopedia
მადლენ დე ვალუა (ფრანგ. Madeleine de Valois, ბასკ. Maddalen Valoiskoa; დ. 1 დეკემბერი, 1443 — გ. 21 იანვარი, 1495) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის ქალიშვილი. თავიდან დანიშნული იყო უნგრეთის მეფე ვლადისლავ I-ზე, თუმცა მისი ნაადრევი დაღუპვის გამო, იგი ნავარის ტახტის მემკვიდრეს, ვიანის პრინც გასტონ დე ფუას მიათხოვეს, რომელთანაც სულ ორი შვილი შეეძინა, ნავარის მეფე ფრანსუა და ნავარის დედოფალი კატალინა. მადლენის პირდაპირი შთამომავალი იყო საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV.
სწრაფი ფაქტები მადლენ დე ვალუა, დაბადების თარიღი ...
მადლენ დე ვალუა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1 დეკემბერი, 1443 ტური, საფრანგეთის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
21 იანვარი, 1495, (51 წლის) პამპლონა, ნავარის სამეფო |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ვიანის პრინცესა |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | გასტონი, ვიანის პრინცი |
შვილ(ებ)ი |
ფრანსუა, ნავარის მეფე კატალინა, ნავარის დედოფალი |
მშობლები |
მამა: შარლ VII, საფრანგეთის მეფე დედა: მარია ანჟუელი |
დახურვა