მაგნუს ძლიერი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაგნუს I ძლიერი (დან. Magnus den Stærke, შვედ. Magnus den starke; 1106 ? – 4 ივნისი 1134) – ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე, ნილსისა და დედოფალ მარგარეტ ფრედკულას ვაჟი. დედამისი შვედეთის მეფე ინგე I-ის ქალიშვილი იყო. ბიძის, ინგე II-ის უშვილოდ დაღუპვის შემდეგ, 1120-1130 წლებში მაგნუსი შვედეთის მეფე გახდა. ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, იგი აქტიურად ჩაება დანიის სამოქალაქო ომში, სადაც იგი ტახტისათვის იბრძოდა, მაგრამ ამ ბრძოლაში დაიღუპა. შემდგომში მისი ვაჟი, კნუდ V დანიის მეფე გახდა.
სწრაფი ფაქტები მაგნუს I ძლიერი, შვედეთის მეფე ...
მაგნუს I ძლიერი | |
---|---|
მაგნუსის საფლავი ლინკოიპინგის ტაძარში, შვედეთი | |
შვედეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1120 |
მმართ. დასასრული: | 1130 |
წინამორბედი: | ინგე II |
მემკვიდრე: | შვერკერ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1106 |
გარდ. თარიღი: | 4 ივნისი, 1134, (27-28 წლის) |
მეუღლე: | რიჩეზა პოლონელი |
შვილები: |
კნუდ V, დანიის მეფე ნილსი |
დინასტია: | ესტრიდსენები |
მამა: | ნილსი, დანიის მეფე |
დედა: | მარგარეტ ფრედკულა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა