From Wikipedia, the free encyclopedia
მაგმატიზმი — მაგმის გამოდნობის, კრისტალიზაციის, გადაადგილებისა და შემცველ ქანებთან ურთიერთქმედების პროცესები. დედამიწის ქერქის გეოლოგიური ისტორიისა და სტრუქტურის შესაბამისად განარჩევენ გეოსინკლინურ, ბაქნურ, ოკეანური (რიფტების, კუნძულთა რკალებისა და დედამიწის ცხელი ლაქების) და აქტივიზებული არეების მაგმატიზმებს; მაგმის გაცივების სიღრმის მიხედვით — აბისალურ, ჰიპაბისალურ, სუბვულკანურსა და ზედაპირულ მაგმატიზმებს, ხოლო მაგმის შედგენილობის მიხედვით — ულტრაფუძე, ფუძე, მჟავა და ტუტე მაგმატიზმებს.
მაგმატიზმი განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს გეოსინკლინებში; მისი გამოვლინების ცალკეული ფორმა დაკავშირებულია გეოსინკლინის განვითარების გარკვეულ ეტაპთან. თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში მაგმატიზმი განსაკუთრებით ფართოდ არის განვითარებული წყნაროკეანურ გეოსინკლინურ სარტყელში, შუაოკეანურ ქედებზე, აფრიკის რიფტულ ზონაში, ხმელთაშუა ზღვის აუზში და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.