![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/82/Pahoehoe_toe.jpg/640px-Pahoehoe_toe.jpg&w=640&q=50)
მაგმა
From Wikipedia, the free encyclopedia
მაგმა (ბერძნ. magma – სქელი საცხი) — სილიკატური (ზოგჯერ სულფიდური) შედგენილობის გამდნარი მასა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ქერქში ან ზედა მანტიაში. ზოგჯერ საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილადქროლად კომპონენტებს, გაცივების შედეგად მაგმა წარმოქმნის მაგმურ ქანებს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/82/Pahoehoe_toe.jpg/640px-Pahoehoe_toe.jpg)
მკვლევართა უმრავლესობის აზრით, მაგმის მთავარი ტიპებია: ულტრაფუძე, ფუძე (ბაზალტური) და მჟავა (გრანიტული); უფრო იშვიათია ტუტე მაგმა, ულტრაფუძე მაგმა და ფუძე მაგმა. წარმოიქმნება ზედა მანტიის ნივთიერების დნობის შედეგად, მჟავა მაგმა – დედამიწის „გრანიტული“ ფენის სელექციური დნობის, ანატექსისისა და პალინგენეზისის შედეგად. ფუძე ან მჟავა მაგმის დიფერენციაციისა და შემცველი ქანების ასიმილაციის შედეგად წარმოიქმნება ტუტე მაგმა. მაგმური მდნარის გენერაციის ფაქტორებია: რადიოგენური სითბო, სიღრმული ნაპრალების გაჩენის შედეგად წნევის ერთბაშად შემცირება და სხვა.
მაგმის ტემპერატურა, ქიმიური შედგენილობის შესაბამისად, ცვალებადობს 600-1200 °C ფარგლებში. ვულკანურ მხარეებში მაგმა აღწევს დედამიწის ზედაპირს და ამოინთხევა ლავის სახით. დედამიწის სიღრმეში გაცივებული მაგმა წარმოქმნის ინტრუზივებს.